Tuesday, April 20, 2010

საერთო ჭირის თანაზიარნი




პროექტი სახელი: საერთო ჭირის თანაზიარნი
პროექტის მოკლე აღწერა:მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები. ორად გახლეჩილი საზოგადოებრივი აზრი.
პროექტის სრული აღწერა: საქართველოს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მეზობელ სახელმწიფოებთან განსხვავებული პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა. მუს ულმანურ აღმოსავლეთთან ყველაფერი გასაგები იყო – მტერს მტრულად უხვდებოდა, მაგრამ ჩრდილოეთის მეზობელთან თავიდანვე არაერთგვაროვანი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. მეგობრიბის მოსურნე საქართველოს რუსეთისაგან გულგრილობა და ხშირად მეგობრობით შენიღბული მტრობა უწვნევია. ისტორიულმა გამოცდილებამ ქართველ ერში უნდობლობის მარცვალი დათესა და ისეთ საერთო გაჭირვებაშიც კი, როგორიც მეორე მსოფლიო ომი იყო, ქართულ საზოგადოებაში გამოჩნდნენ რიგითი და, მათ შორის, ცნობილი პიროვნებებიც, რომელთათვისაც ჰიტლერული გერმანია წარმოადგენდა ხსნას კომუნისტური რუსეთისაგან.
პროექტის მიზანია საქართველოს ისტორიის ამ პერიოდის უკეთ შესწავლა. საქართველოში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრებ თვითმხილველებთან დაკავშირება და მათი ერთ პროექტში გაერთიანებით საქართველოს ისტორიის შესწავლისათვის სასარგებლო საქმის გაკეთება.
მონაწილეთა ასაკი: 14 – 15 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა: 3 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები: კლასში პროექტისათვის ინტერნეტიდან და სხადასხვა წყაროებიდან მოძიებული საჭირო მასალების განხილვა, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებზე საინტერესო ცნობების შეგროვება, მათთან დაკავშირება, ადგილობრივი ვეტერანებისაგან ინტერვიუების აღება, ფოტოკოლაჟის შექმნა. შეგროვებულ მასალებზე დაყრდნობით პრეზენტაციის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები: ყველა ქართველისათვის და საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის სასარგებლო ბლოგის შექმნა, ბროშურის გამოცემა.
სასარგებლო სხვებისათვის: საქართველოს ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველების ურთიერთდაკავშირება და გაცნობა.
სამუშაო ენა: ქართული ენა
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი უცხო ენების შესწავლასთან – უცხო ენებზე ინფორმაციის მოპოვება, კონტაქტი ინტერნეტის მეშვეობით. საკუთარი ქვეყნის და მსოფლიო ისტორიის უკეთ გაცნობა – შესწავლა, გეოგრაფიასთან კავშირი – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეული თანამემამულეების საცხოვრებელი ადგილ – მდებარეობის განსაზღვრა და მსოფლიო გეოგრაფიის შესწავლა. ჟურნალისტური უნარ – ჩვევების გამომუშავება.
პროექტის ავტორი: თინათინ ლაფაჩიშვილი
ავტორის ელფოსტა: tinalafachi@gmail.com

0 Comments:

Post a Comment

Subscribe to Post Comments [Atom]

<< Home